weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2024

ჯეიმს განდოლფინის ცნობილი პერსონაჟის ახალგაზრდობას თავისი შვილი შეასრულებს

11:53 ოთხშაბათი, 23 იანვარი 2019

ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სერიალად მიჩნეულ „სოპრანოს კლანს“ (The Sopranos) წინამდებარე კინოისტორია, ე.წ. პრიკველი მხატვრულ ფილმი ექნება, სათაურად „ნიუარკის ბევრი წმინდანი“ (The Many Saints of Newark), რომელიც მთავარ გმირ ტონი სოპრანოს ახალგაზრდობის წლებზე გვიამბობს.

ფილმის მთავარ პერსონაჟს 2013 წელს გარდაცვლილი მსახიობის, ჯეიმს განდოლფინის 19 წლის ვაჟი მაიკლ განდოლფინი შეასრულებს, მონაწილეობას ასევე მიიღებენ: ჯონ ბერნთალი, ვერა ფარმიგა, კორი სტოლი და ალესანდრო ნივოლა.

პრიკველში მოქმედება 1960-იან წლებში განვითარდება და ნიუარკის აფრო-ამერიკელ და იტალო-ამერიკელ ბანდებს შორის რასობრივ სისხლიან გარჩევებზე გვიამბობს.

ფილმის სცენარის ავტორი თავად საკულტო კრიმინალური სერიალის შემქმნელი დევიდ ჩეიზია, რეჟისორი კი სერიალებით ცნობილი ალან ტეილორი (The Emperor's New Clothes, Thor: The Dark World, Terminator Genisys).

შეგახსენებთ, რომ „სოპრანოს კლანი“ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ტელეპროექტად ითვლება. იგი ტელეარხ HBO-ზე 1999-2007 წლებში ექვს სეზონად გამოვიდა. სერიალს მოპოვებული აქვს ემის 21 და ოქროს გლობუსის 5 ჯილდო, სხვადასხვა გამოკითხვითა და შეფასებებით კი იგი ყველა დროის საუკეთესო სერიალადაც დასახელდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]