weather cur horoscope tv
ივნისი 15, 2024

ჰოლოკოსტს გადარჩენილი 96 წლის ქალი მეტალ-ბენდის სოლისტად იქცა

16:54 ოთხშაბათი, 23 იანვარი 2019

ავსტრიაში დაბადებული, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჰოლოკოსტს გადარჩენილი და ჯაშუშად ნამუშევარი ინგე გინსბერგი სამი წელია მეტალის ჟანრის ჯგუფის, Inge and the TritoneKings-ის სოლისტია.

თუ რატომ აირჩია მან ხსენებული ჟანრის მუსიკა, გინსბერგი, რომელიც იქამდე მწერლობის საქმიანობას მისდევდა, ასე ხნის:

„არ შემიძლია სიმღერა, არ შემიძლია ტონის აწევა, ამიტომაც მძიმე მეტალი სათანადოა - ასე მხოლოდ სიტყვების თქმა მიწევს.“ - ამბობს ხანდაზმული ებრაელი ქალბატონი.

როგორც გერმანულ და ინგლისურენოვანი მწერალი, სიმღერის ტექსტებს ბენდისთვის თავად წერს. მისი ლექსების თემა ჰუმანურობა, სიყვარული, სიძულვილი და ბუნებაა, რადგან მისი განმარტებით, მძიმე მეტალი - ეს ადამიანთათვის გზავნილებია.

ინგე გინსბერგი 1922 წელს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, გავლენიან ებრაულ ოჯახში დაიბადა. 1942 წელს ნაცისტების დევნას მამამისი ინგლისში გაექცა, დედა და თვითონ კი შვეიცარიაში არსებულ საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდნენ. მალევე ინგე გინსბერგი ნაცისტების წინააღმდეგ მომუშავე ამერიკული დაზვერვის ჯაშუშად იქცა. 50-იანი წლების ბოლოს ქმართან, კომპოზიტორ ოტო კოლმანთან ერთად ლოს ანჯელესში გადაბარგდა, თუმცა ამერიკა დატოვა და მოგვიანებით სამშობლოს დაუბრუნდა.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]