weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ტომი ლი ჯონსი ბრედ პიტის მამა გახდება

11:46 სამშაბათი, 27 ივნისი 2017

ჰოლივუდის ვეტერანი მსახიობი ტომი ლი ჯონსი ბრედ პიტის პერსონაჟის მამის როლს შეასრულებს სამეცნიერო-ფანტასტიკურ ფილმში სათაურით „ად ასტრა“ (Ad Astra - ლათ: ვარსკვლავებისკენ), რომელსაც რეჟისორი ჯეიმს გრეი თავისივე სცენარის მიხედვით გადაიღებს.

ფილმში ბრედ პიტი კოსმოსურ ინჟინერ როი მაკბრაიდს განასახიერებს, რომელიც მზის სისტემაში გაემგზავრება, რათა უცხო სიცოცხლის საძიებლად 20 წლის წინ გაგზავნილი მისიისას დაკარგული მამა იპოვოს.

არაოფიციალური ინფორმაციით, კინოსიუჟეტი მწერალ ჯოზეფ კონრადის ცნობილ ნაწარმოებს „წყვდიადის გულს“ მოგვაგონებს, რომლის იდეური თემებიცაა: ცივილიზაცია და ჩამორჩენილი სამყარო, იმპერიალიზმი, რასიზმი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ „ად ასტრა“ ბრედ პიტისა და ჯეიმს გრეისთვის მეორე თანამშრომლობა იქნება ბიოგრაფიული სურათის, „დაკარგული ქალაქი Z“-ის შემდეგ, რომელიც ჯეიმს გრეიმ გადაიღო, ბრედ პიტი კი ფილმის პროდიუსერი იყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]