weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჩინეთში მაიმუნის გენეტიკურად მოდიფიცირებული კლონები შექმნეს

14:30 ორშაბათი, 28 იანვარი 2019

გასულ წელს მსოფლიომ შეიტყო, რომ ბირთვების ტრანსფერის ტექნოლოგიით ჩინეთში კლონირებული პრიმატები შექმნეს, ამჯერად კი ჩინელი მეცნიერები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და მაკაკების კლონირება მოახერხეს.

ახალი ექსპერიმენტის შედეგად ქალაქ შანხაიში მდებარე ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ნეირომეცნიერების ინსტიტუტში ხუთი მაკაკა დაიბადა. ყველა მათგანს ზუსტად ერთი და იგივე გენები აქვთ, რომლებიც დონორი მაიმუნის კანის ფირობლასტიდანაა აღებული.

რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ყველა მათგანი ატარებს ერთი სპეციფიკური გენის ასლს. ეს გახლავთ BMAL1, რომელიც დონორში გენების რედაქტირების ტექნოლოგია CRISPR/Cas9-ით შეცვალეს. ეს გენი წარმოქმნის მარეგულირებელ ცილას, რომელიც გარკვეულ როლს ასრულებს ძუძუმწოვრების ბიოლოგიური რიტმების მართვაში, თუმცა შეცვლილ ვერსიაში ეს ცილა აღარ იწარმოება და ცხოველებს აღენიშნებათ ბიოლოგიური რიტმის დარღვევები, მაგალითად: უძილობა და ღამით დიდი მოძრაობა, შიზოფრენიის მსგავსი ქცევები, აშლილობისა და დეპრესიის ნიშნები,

მკვლევართა განცხადებით, გენეტიკურად შეცვლილი პრიმატების კლონირებას აშკარა სარგებელი აქვს სამედიცინო ტესტირებისთვის, თუმცა ადამიანთა გენური რედაქტირების საკითხი საკმაოდ საკამათოა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]