weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ტიერა სანტა“ - ბუენოს აირესის ბიბლიური თემატური პარკი

15:53 სამშაბათი, 27 ივნისი 2017

ბიბლიური პარკი სახელად „ტიერა სანტა“ (ესპ. - წმინდა მიწა) არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში 2000 წელს გაიხსნა. პარკში ძველი და ახალი აღთქმის სიუჟეტის ამსახველი ფიგურები, ნაგებობები და სცენებია აღმართული.

პარკში თავმოყრილია ადამი და ევას შექმნიდან მაცხოვრის აღდგომამდე არსებული ბიბლიური სცენები, აღდგომის სცენა კი ანიმატრონიკულია - ქრისტეს სკულპტურა ყოველ საათში მოძრაობს და მნახველი დღე-ღამე ადევნებს თვალს მოძრავ სიუჟეტს.

„ტიერა სანტას“ ასევე გააჩნია საკუთარი გოდების კედელი, სუვენირების მაღაზიები და სასადილოები დამსვენებელთათვის.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]