weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

სიცოცხლით სავსე კუნძული რომელიც მხოლოდ ოთხი წლის წინ წარმოიქმნა

17:39 პარასკევი, 08 თებერვალი 2019

წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, ტონგას კუთვნილ ადგილზე, სადაც მანამდე მხოლოდ ტალღები ირხეოდა, ოთხი წლის წინ კუნძული თითქმის არაფრისგან გაჩნდა.

ახალი კუნძული ორ კუნძულს შორის გაჩნდა. მას ჯერ არც ოფიციალური სახელი აქვს, მაგრამ იქვე დამალული წყალქვეშა ვულკანის გამო ადგილობრივები ჰუნგა-ტონგას უწოდებენ. ის სწორედ ამ ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოიქმნა. მეცნიერები კუნძულს აქტიურად სწავლობენ, რათა გაარკვიონ, თუ როგორ წარმოიქმნება ასეთი უკიდურესად იშვიათი ვულკანური კუნძული.

NASA-ს მკვლევარ დენ სლაიბეკის განცხადებით, კუნძული ძირითადად შავი ქვიშისგან შედგება. კუნძულზე მისულმა მკვლევარებმა ჩაატარეს GPS გაზომვები, გადაიღეს დრონით და ჩაიწერეს მონაცემები სიმაღლეებისა და სხვადასხვა ეროზიული მახასიათებლის შესახებ. სლაიბეკის თქმით, კუნძული არც ისე ბრტყელი აღმოჩნდა, როგორც თანამგზავრიდან ჩანდა. ტალღების მოქმედებით, ქვიშისგან გარკვეული ფორმაციები წარმოქმნილიყო. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის აღმოჩნდა, რამდენად სწრაფად იფეთქა ახალგაზრდა კუნძულზე სიცოცხლემ. გარდა მცენარეულობისა, ჰუნგა-ტონგას კლდოვან ხევებში მეცნიერებმა ასობით ზღვის ფრინველი შენიშნეს.

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ჰუნგა-ტონგა ამ სახის მესამე ვულკანური კუნძულია, რომელიც ბოლო 150 წლის განმავლობაში წარმოიქმნა და შესაბამისად, მეცნიერებს უნიკალური შანსი აქვთ მისი იდუმალი გარემოს შესასწავლად.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]