weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ავატარის“ გაგრძელებაში „აკვამენზე“ რეალისტური წყლის სამყარო იქნება

14:03 ხუთშაბათი, 14 თებერვალი 2019

ჯეიმს კამერონმა წლების წინ განაცხადა, რომ მის სამგანზომილებიან კინომოვლენა „ავატარის“ გაგრძელებაში მაყურებელი წყალქვეშა მრავალფეროვან სამყაროს იხილავს, ამჯერად კი სამი ოსკარის მფლობელმა სცენარისტმა, რეჟისორმა და პროდიუსერმა განაცხადა, რომ „ავატარის“ მეორე სერიაში მაყურებელი გაცილებით რეალისტურ წყლის სამყაროს იხილავს, ვიდრე ეს ჯეიმს ვანის „აკვამენში“ იყო.

კანადელმა რეჟისორმა, რომელსაც წყალქვეშ სამეცნიერო მუშაობის მუშაობის დიდი გამოცდილებაც აქვს, კომპანია Yahoo-სთან ინტერვიუში განმარტა, რომ DC-ის 2018 წლის კომიქს-ჰიტისგან განსხვავებით, „ავატარის“ სიკველში ბერძნული მითოლოგიური ლანდშაფტისა და ზღაპრული გარემოს ნაცვლად მაქსიმალურად რეალური სამყარო იქნება, რის შექმნაშიც მას სწორედ წყალქვეშ გატარებული უდიდესი დრო ეხმარება.

როგორც ირკვევა, ჯეიმს კამერონი, რომელიც თავის თითქმის ყოველ ახალ ფილმში ახალ ტექნოლოგიებს იყენებს, „ავატარის“ ახალ სერიას წყალქვეშ სწორედ განსხვავებული ტექნიკით იღებს.

შეგახსენებთ, რომ „ავატარის“ დაგეგმილი ოთხი ახალი სერიიდან პირველი 2020 წლის დეკემბერში გამოვა.

 

ამ თემაზე:

„ავატარის“ კინოსერიებს ედი ფალკო შეუერთდა

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]