weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

სპაიკ ლის ახალ ფილმში ჩედვიკ ბოუზმანი ვიეტნამის ომის ვეტერანს განასახიერებს

15:17 პარასკევი, 15 თებერვალი 2019

კომიქს-ჰიტ Black Panther-ის ვარსკვლავი ჩედვიკ ბოუზმანი ოსკარის ხუთგზის ნომინანტი სცენარისტისა და რეჟისორის, სპაიკ ლის ახალ ფილმში ითამაშებს. დრამა სახელწოდებით Da 5 Bloods, ვიეტნამის ომის ვეტერანთა ჯუნგლებში დაბრუნებაზე მოგვითხრობს.

ჩედვიკ ბოუზმანს პარტნიორობას დელროი ლინდო და ჟან რენო გაუწევენ.

სპაიკ ლი ახალი ფილმის სცენარზე კვლავ კევინ უილმოტთან ერთად იმუშავებს. დუეტმა წლევანდელ ოსკარებზე ნომინაცია მოიპოვა ფილმით BlacKkKlansman.

გადაღებები წლევანდელი კინოდაჯილდოვებების სეზონის დასრულებისთანავე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ სპაიკ ლის ბოლო ნამუშევარი (BlacKkKlansman) ოსკარებზე 6 ნომინაციაშია წარდგენილი: წლის საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ადაპტირებული სცენარი, საუკეთესო მუსიკა, მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი და საუკეთესო მონტაჟი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]