weather cur horoscope tv
აპრილი 06, 2020

უილ სმიტმა განმარტა თუ რატომ თქვა უარი „მატრიცაში“ თამაშზე

15:30 შაბათი, 16 თებერვალი 2019 hits 346

ჰოლივუდის ვარსკვლავმა უილ სმიტმა გაამხილა, თუ რატომ განაცხადა უარი 20 წლის წინ საკულტო ფილმ „მატრიცაში“ შეთავაზებულ მთავარ როლზე. ცნობილია, რომ პოპულარული პერსონაჟი ნეო თავდაპირველად სწორედ უილ სმიტს უნდა შეესრულებინა.

„ეს ერთ-ერთი ის ამბავია, რომლითაც არ ვამაყობ, მაგრამ ეს სიმართლეა!” - ამბობს 50 წლის მსახიობი YouTube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში და ხსნის მიზეზს, რის გამოც მან „მატრიცის“ სცენარის ავტორები და რეჟისორები, ძმები ვაჩოვსკები უარით გაისტუმრა.

ნეოს როლზე უარის თქმის მიზეზი ის იყო, რომ უილ სმიტს კიდევ ერთი ფანტასტიკური ჟანრის ფილმი აღარ უნდოდა, რადგან იგი სწორედ იმ პერიოდში გადაიღეს Sci-Fi ჟანრის ჰიტებში - „დამოუკიდებლობის დღე“ და „ადამიანები შავებში“.

საინტერესოა ისიც, რომ საყოველთაოდ აღიარებული და დაფასებული „მატრიცის“ ნაცვლად იმ წელს მსახიობმა ამჯობინა, ეთამაშა ვესტერნში „ველური ველური ვესტი“, რომელიც დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ცუდ ფილმად ითვლება.

ცნობისთვის, უილ სმიტს ასევე აქვს უარი ნათქვამი მთავარ როლებზე პოპულარულ ფილმებში: „კეი-პაქსი“, „მისტერ და მისის სმიტები“ და „გათავისუფლებული ჯანგო“.

 

ამ თემაზე:

10 მსახიობი რომლებმაც საკულტო როლებზე უარი თქვეს

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]