weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

დონალდ ტრამპმა მერილ სტრიპის კრიტიკას მწვავედ უპასუხა

11:58 სამშაბათი, 10 იანვარი 2017

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰოლივუდის ვარსკვლავ მერილ სტრიპს ოქროს გლობუსის დაჯილდოებისას მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე ინტერნეტში მოკლედ უპასუხა. სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა თანამედროვეობის უდიდეს და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობს „ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გადაჭარბებულად შეფასებული“ უწოდა, გამოხტომაში დაადანაშაულა და სიტყვიერი შეურაცხყოფაც არ დაიშურა.

მოგვიანებით ტრამპმა დაამატა, რომ არ უკვირს „ლიბერალი კინომანების“ შეტევა. მანვე აღიარა, რომ სტრიპის სიტყვით გამოსვლა არ უნახავს, თუმცა იცოდა, რა ისაუბრა მსახიობმა მისი მისამართით.

67 წლის მერილ სტრიპს ოქროს გლობუსის 74-ე ცერემონიაზე კინემატოგრაფიაში შეტანილი ღვაწლისთვის განკუთვნილი, სესილ დემილის სახელობის სპეციალური ჯილდო გადაეცა. სამადლობელ სიტყვაში მან ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი საჯაროდ გააკრიტიკა. მსახიობმა ახსენა ინციდენტი, როდესაც ტრამპმა New York Times-ის რეპორტიორის, სერჟ კოვალესკის შეზღუდული შესაძლებლობის პაროდია მოახდინა. მსახიობმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევის დავიწყება ჯერ კიდევ ვერ შეძლო.

„ამ მომენტმა თავისი საქმე გააკეთა. მან აიძულა საზოგადოება, ბევრი ეცინა. ადამიანმა, რომელიც პირველობისთვის იბრძოდა და მიიღო კიდეც, დასცინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს, რომელსაც ის ფიზიკური აქტივობით აღემატება. ამ შემთხვევამ გული მატკინა, რადგან ეს იყო რეალური ცხოვრება და არა კინო“, – განაცხადა ჰოლივუდის ვარსკვლავმა.

შეგახსენებთ, რომ ოქროს გლობუსის რვაგზის გამარჯვებული მერილ სტრიპი წინასაარჩევნო პერიოდში თავისი მეგობრის, ჰილარი კლინტონის გულმხურვალე მხარდამჭერი იყო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]