weather cur horoscope tv
მაისი 22, 2024

ქრის ჰემსოუორთი ჰალკ ჰოგანს განასახიერებს

17:50 ხუთშაბათი, 21 თებერვალი 2019

„მარველის“ კინოკომიქსების ვარსკვლავი, ახალგაზრდა ავსტრალიელი მსახიობი ქრის ჰემსუორთი ცნობილი ამერიკელი რესლერის, ტერი ჯინ ბოლეას, იგივე ჰალკ ჰოგანის როლს შეასრულებს ახალ ბიოგრაფიულ ფილმში, რომელსაც კომედიებით ცნობილი რეჟისორი ტოდ ფილიპსი გადაიღებს.

ლეგენდად ქცეულ ჰალკ ჰოგანის ბიოპიკი ახალგაზრდობის წლებზე იქნება, როდესაც იგი 70-იან წლებში კარიერის აღმავლობის გზას დაადგა. ფილმში აქცენტი არა პირად ამბებსა და სკანდალებზე, არამედ 70-80-იანი წლების სპორტულ ცხოვრებაზე იქნება.

ჯერ-ჯერობით უსათაურო ფილმში მონაწილეობას თავად 65 წლის ჰალკ ჰოგანიც მიიღებს და ამავდროულად პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერიც იქნება. მისი, როგორც მსახიობის დებიუტი „როკი III“-ში შედგა და 20-ზე მეტ ფილმსა და სერიალში ითამაშა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]