weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ახალი მტკიცებულებების თანახმად კურდღლები კანიბალები არიან

13:45 პარასკევი, 22 თებერვალი 2019

იცით თუ არა, რომ შინაური ბოცვრის გარეული ნათესავი ხორცისმჭამელი და თანაც კანიბალია? გარეული კურდღლის ამერიკული თეთრი სახეობის (Lepus americanus) წარმომადგენლები კანადაში, იუკონის ტერიტორიაზე ფოტო და ვიდეო მასალაზე დააფიქსირეს მაშინ, როდესაც ისინი თანამოძმეთა ხორცს მიირთმევდნენ.

როგორც National Geographic-ის სტატიდან ვიგებთ, აღნიშნული კურდღლები ზაფხულობით ბალახისმჭამელები არიან, თუმცა როგორც კი იუკონის ბუნება მკაცრ ზამთარში თოვლით იფარება და ყინვა დგება, ისინი თავიანთივე სახეობის წარმოამდგენელთა ლეშის ანდა ფრინველთა ხორცის ჭამას იწყებენ.

„სულ თავიდან შოკში ვიყავი, წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ისინი ხორცსა და ლეშს ჭამდნენ“ - აცხადებს კანადის ქალაქ ედმონტონში მდებარე ალბერტას შტატის უნივერსიტეტის ეკოლოგიის დოქტორი მაიკლ პირსი, რომელმაც ვიდეოსა და ფოტოხაფანგის წყალობით, ხორცისმჭამელი კურდღლები შემთხვევით გადაიღო.

ირონიულია ისიც, რომ კარნივორი კურდღლები ზამთარში მათი პირველი მტაცებელი მტრის - კანადური ფოცხვერის ხორცის ჭამასაც არ თაკილობენ.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]