weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ჩიმუს კულტურის სარიტუალო წარმოუდგენელი მსხვერპლშეწირვა

16:41 პარასკევი, 22 თებერვალი 2019

ხუთასზე მეტი წლის წინ დღევანდელი პერუს ტერიტორიაზე მცხოვრემა ჩიმუს ხალხმა უცნობი მიზეზის გამო 269 ბიჭი და გოგონა დახოცა შემაძრწუნებელი რიტუალებისას. თავისი მასშტაბით ეს შესაძლოა უპრეცედენტოც კი იყოს მსოფლიო ისტორიაში, წერია National Geographic-ის სტატიაში.

არქეოლოგებსა და ისტორიკოსებს მწირი ინფორმაცია მოეპოვებათ ჩიმუს ხალხზე, რომელმაც განვითარების მწვერვალს XV საუკუნეში მიაღწია. ჩიმუს ხალხს არ დაუტოვებია რაიმე წერილობითი ჩანაწერები.

მსხვერპლშეწირვის ნიშნები მსოფლიოს არაერთ კუთხეში გამოვლენილა. მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა ასობით ინდივიდსაც კი ითვლიდეს. ხშირად მათ მიიჩნევდნენ ომის ტყვეებად, სარიტუალო ორთაბრძოლებში დამარცხებულ ადამიანებად, ან მსახურებად, რომლებიც დახოცეს თავიანთი მბრძანებლის სიკვდილისთანავე. მაგრამ ბავშვების მასობრივი დახოცვის აშკარა მტკიცებულება იშვიათად თუ გვხვდება არქეოლოგიურ ჩანაწერებში.

პერუს ქალაქ უანჩაკიტოში მიმდინარე გათხრების ხელმძღვანელმა პრიეტომ შენიშნა, რომ სამარხები არ ჰგავდა ჩიმუს ხალხისთვის ტიპურ საფლავებს. ბავშვები დაეკრძალათ უჩვეულო პოზიციებში - ზურგზე მწოლიარე ან მოხრილი და გვერდზე გადაბრუნებული. ჩიმუს ხალხში კი მიღებული იყო ცხედრის ვერტიკალურად დასმა. მათ აკლდათ ასევე მორთულობები, თიხის ჭურჭელი თუ სამარხში ჩასაყოლებელი სხვა ნივთები, რომელთაც ხშირად პოულობდნენ ხოლმე ჩიმუს ცივილიზაციის საფლავებში. ამის ნაცვლად უამრავ ბავშვს გვერდით ეწვა ახალგაზრდა ლამა. არადა როგორც საკვების, ბოჭკოსა და ტრანსპორტის სასიცოხლო წყარო, ეს ანდების მკვიდრი ცხოველი უძვირფასეს რესურსად მიიჩნეოდა ჩიმუს ხალხში. თანაც მკერდსა და ნეკნებზე არაერთ ბავშვსა და ცხოველს აჩნდა ჭრილობის კვალი - ჰორიზონტალური კვეთა მკერდის გასწვრივ, რასაც სავარაუდოდ მოსდევდა გულის ამოღება.

სამეცნიერო კვლევები ასევე უჩვენებს, რომ ყველა მსხვერპლი ჯანსაღ ფიზიკურ მდგომარეობაში ჩანდა, საკვების უკმარისობა და დაავადების კვალი მხოლოდ მცირედ თუ აღენიშნებოდათ.

და მაინც, რა გამოუვალი ვითარება უნდა იდგეს ასეთ ქმედებათა უკან, რომელთა წარმოდგენაც კი რთულია, ამ საიდუმლოს გასაღებს შესაძლოა ინახავდეს თავად ეს უძველესი და გამომშრალი ქვიშიანი ტალახი, სადაც მსხვერპლშეწირული ბავშვები ჩამარხეს. ღრმა ტალახი უთითებს ძლიერ წვიმაზე, ჩიმუს სამეფო კი გაჩნდა უჩვეულოდ ხანგრძლივ და სტაბილურად მშრალ პერიოდში, რომელიც ცნობილია შუა საუკუნეების კლიმატური ანომალიის სახელით.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]