weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

A Quiet Place 2: გასული წლის ჰორორ-ჰიტს გაგრძელება ექნება

13:00 შაბათი, 23 თებერვალი 2019

2018 წლის ერთ-ერთი გამორჩეული ფილმის, საშინელებათა ჟანრის ჰიტ „ჩუმი ადგილის“ (A Quiet Place) გაგრძელებას კვლავ მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი ჯონ კრასინსკი გადაიღებს, მთავარ როლში კი მისივე მეუღლე, პოპულარული მსახიობი ემილი ბლანტი დაბრუნდება.

ჯონ კრასინსკიმ, რომელიც ახალი ნაწილის სცენარზე მუშაობს, სიკველის პრემიერის თარიღი თავად გააჟღერა: მეორე სერია 2020 წლის 15 მაისს გამოვა.

A Quiet Place გასული წლის აპრილში გამოვიდა და კრიტიკოსებისა და მაყურებლისგან საკმაოდ დადებითი შეფასებები მოყვა. $20 მილიონიანი ბიუჯეტის მქონე ფილმმა მსოფლიო გაქირავებაში 341 მილიონი დოლარი მოიპოვა, სხვადასხვა დაჯილდოვებებზე კი 28 ნომინაცია და 7 ჯილდო ერგო, მათ შორის - საუკეთესო საშინელებათა/სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმის წოდება კრიტიკოსთა დაჯილდოებაზე და მსახიობთა გილდიის ჯილდო ქალის მეორეხარისხოვან როლში (ემილი ბლანტი).

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]