weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ანტარქტიდას თბილისზე სამჯერ დიდი აისბერგი მოწყდება

17:05 ხუთშაბათი, 28 თებერვალი 2019

ანტარქტიდაზე, ბრანტის შელფურ მყინვარზე ნაპრალები იზრდება და რეგიონს მალე უზარმაზარი აისბერგი მოწყდება. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ბედი ელის ამ ზონაში განთავსებულ სამეცნიერო ინფრასტრუქტურას ან იქ მყოფ მეცნიერებს.

კვლევითი სადგურები აღნიშნულ ადგილას 1950-იან წლებში დაარსდა. ბრანტის შელფური მყინვარი მდებარეობს კოტსის მიწაზე, უედელის ზღვის სანაპიროზე. როგორც იქ წარმოქმნილი ნაპრალები მიუთითებს, მყინვარს მალე  ნიუ იორკზე დაახლოებით ორჯერ დიდი აისბერგი მოწყდება. ერთ-ერთ ბზარს ჰელოუინის ნაპრალს უწოდებენ, რადგან პირველად ის 2016 წლის ოქტომბრის ბოლოს გამოჩნდა.

1956 წელს, ბრანტის შელფურ მყინვარზე ბრიტანეთმა ჰალის კვლევითი სადგური დაარსა. დაარსების შემდეგ, სადგურს ადგილი რამდენჯერმე შეუცვალეს, რადგან ყინულზე გაჩენილი ნაპრალები მისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა. სულ ბოლოს, სადგურს ადგილი 2017 წელს შეუცვალეს, რადგან საოცრად გაიზარდა ნაპრალები იმ ყინულზე, რომელზეც ის იყო განთავსებული.

ამჟამად უფსკრული N1 უფრო და უფრო სწრაფად იზრდება და ჰალის კვლევით სადგურს არც თუ ისე სახარბიელო მომავალს უქადის. დაახლოებით 35 წლის განმავლობაში ეს უფსკრული სტაბილური იყო, მაგამ ბოლო დროს ასწრაფდა და წელიწადში 4 კილომეტრით იზრდება. უცნობია, სად შეხვდებიან ერთმანეთს უფსკრული N1 და ჰელოუინის ნაპრალი, მაგრამ როცა ეს მოხდება, გამოიწვევს მთელი შელფური მყინვარის დესტაბილიზაციას.

NASA-ს გლაციოლოგის, ქრის შუმანის განცხადებით, დაზუსტებით ცნობილი არ არის, რა განაპირობებს მყინვარული საფარის დნობისა და აღდგენის პერიოდებს. აისბერგის ზომა დამოკიდებულია იმაზე, თუ სად შეხვდებიან ნაპრალები ერთმანეთს, მაგრამ ის დაახლოებით 1700 კვადრატული კილომეტრი იქნება.

ნაპრალების ზრდა კარგად ჩანს ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე. ორივე მათგანი თანამგზავრიდანაა გადაღებული ერთი და იგივე რეგიონისთვის, 33-წლიანი შუალედით. მარცხენა ფოტო გადაღებულია 1986 წლის იანვარში, მარჯვენა კი 2019 წლის იანვარში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]