weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

გიგანტური მიწისქვეშეთი ბორნეოზე

14:18 სამშაბათი, 05 მარტი 2019

თანამედროვე სპელეოლოგები ნელ-ნელა სწავლობენ პლანეტის ერთ-ერთ უდიდესსა და ყველაზე იდუმალ გამოქვაბულთა სისტემას, რომელიც ინდოჩინეთის კუნძულ ბორნეოზეა. სპელეოლოგებისთვის ეს კუნძული მართლაც რომ ზღაპრული ქვეყანაა, ერთდროულად - დისნეილენდიცა და ნევერლენდიც.

ორი ბრიტანელი სპელეოლოგი, ფრენკი და კუკი ე.წ. ქარების მღვიმეში, კლიარუოტერის სახელით ცნობილი გამოქვაბულთა სისტემის სიღრმეში ჩავიდნენ. სწორედ იქ უნდა ეძებნათ დამაკავშირებელი დერეფანი რეისერის მღვიმესთან, რომელიც რეისერ-ისტერის სისტემის ნაწილი იყო. აღნიშნული ორი მღვიმის დაკავშირებით მივიღებდით „სუპერსისტემას“, მთელ პლანეტაზე ერთ-ერთ უდიდეს მიწისქვეშა ლაბირინთს.

ფრენკმა და კუკმა იცოდნენ, რომ კლიარუოტერი 226 კილომეტრზე იყო გადაჭიმული და ზოგიერთ ღრმულს მშფოთვარე მდინარეები კვეთდა, ხოლო რეისერ-ისტერის სისტემაში ისეთი უზარმაზარი დარბაზები შედიოდა, სადაც საჰაერო ლაინერსაც კი სულ თავისუფლად მოათავსებდით და კიდევ საკმაო ადგილი დაგრჩებოდათ. სხვა სიტყვებით, მალაიზიის ამ რეგიონში, გუნუნგ-მულუს ეროვნული პარკის ქვეშ მდებარე კირქვის ფენები დაქსელილია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ხვრელებით, ფართო გვირაბებითა და ყველაზე უფრო გამაოგნებელი ღრმულებით მთელ დედამიწაზე.

სპელეოლოგებისთვის მიზანი გამოქვაბულთა ამ ორი სისტემის ერთ უზარმაზარ სივრცედ ქცევაა. უკვე ცნობილ გამოქვაბულთა სისტემებს შორის ასეთი მასშტაბური კავშირების გაბმა არც ისე ხშირი მოვლენაა, ამიტომაც მსგავსი მიღწევა ნამდვილ გმირობად მოინათლებოდა ჩვენთვის მეტწილად უხილავ, მიწისქვეშა კვლევის სამყაროში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]