weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

„მარტოობის ას წელიწადს“ „ნეტფლიქსი“ სერიალად გადაიღებს

16:33 ხუთშაბათი, 07 მარტი 2019

კომპანია „ნეტფლიქსმა“ ეკრანიზაციის უფლება მოიპოვა გაბრიელ გარსია მარკესის რომანზე, „მარტოობის ასი წელიწადი“. ნობელიანტი კოლუმბიელი მწერლის ყველაზე ცნობილი რომანი სერიალის სახით გამოვა.

პროექტის პროდიუსერები თავად მწერლის შვილები, როდრიგო და გონსალო მარკესები იქნებიან. როგორც მათ განაცხადეს, გაბრიელ გარსია მარკესს არაერთი შეთავაზება ჰქონდა მიღებული წიგნის ფილმად გარდაქმნის თაობაზე, თუმცა როგორც როდრიგო გარსია აღნიშნავს, მწერალი მიიჩნევდა, რომ „მარტოობის ასი წელწადი“ კარგად ვერ ითარგმნებოდა ან მხატვრული ფილმისთვის შესაფერისი არ იქნებოდა.

„ნეტფლიქსის“ წარმომადგენელი ფრანსისკო რამოსი აცხადებს, რომ ესპანურენოვანი ფილმებისა და სერიალების წარმატებამ აჩვენა, რომ „ნეტფლიქსს“ შეუძლია, თავის აუდიტორიას უცხოენოვანი ფილმებიც თამამად შესთავაზოს. მაგალითისთვის მან წარმატებული სერიალი „ნარკოსი“ და სამი ოსკარის მფლობელი ფილმი „რომა“ მოიყვანა.

გაბრიელ გარსია მარკესის „მარტოობის ასი წელიწადი“ 1967 წელს გამოქვეყნდა. მას შემდეგ წიგნის 50 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა და 46 ენაზე ითარგმნა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]