weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2020

„სიმპსონებიდან“ მაიკლ ჯექსონის მიერ გახმოვანებული სერია ამოიღეს

12:04 პარასკევი, 08 მარტი 2019 hits 445

მაიკლ ჯექსონის შესახებ გადაღებულმა ახალმა დოკუმენტურმა ფილმმა Leaving Neverland, პოპის გარდაცვლილი მეფის ირგვლივ არსებულ ახალ სკანდალებს კიდევ ერთი შემატა. საკულტო მულტსერიალ „სიმფსონებიდან“ ამოიღეს ეპიზოდი სათაურით Stark Raving Dad, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო სერიად ითვლება ამ ანიმაციის ისტორიაში.

დღეიდან „სიმპსონების“ ფანები ხსენებული სერიის ნახვას ვეღარ შეძლებენ. მომღერალმა ეს ეპიზოდი 1991 წელს გაახმოვანა საიდუმლოდ და ფაქტი მხოლოდ წლების მერე დადასტურდა. ჯექსონი ამ ეპიზოდში მულტპერსონაჟ ლეონ კომპოვსკის ახმოვანებდა.

რამდენიმე დღის წინ მაიკლ ჯექსონის შემოქმედების ეთერში გაშვებაზე რადიოებმაც თქვეს უარი, რისი მიზეზიც ასევე სკანდალური დოკუმენტური ფილმია, რომელშიც მუსიკოსს პედოფილიაში ღიად ადანაშაულებენ.

პარალელურად, დაიწყო კამპანია #MJInnocent, რომელიც 2009 წელს გარდაცვლილი პოპ-ვარსკვლავის უდანაშაულობას ამტკიცებს. მოძრაობის სარეკლამო ბანერები ავტობუსებზეც განათავსეს

 

ამ თემაზე:

მაიკლ ჯექსონის ოჯახი HBO-ს უჩივის

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]