weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ბევრი ადამიანი და ცოტა წყალი

14:08 შაბათი, 09 მარტი 2019

ჩრდილოეთი ინდოეთი გრძელი მდინარეებითაა დაქსელილი – დასავლეთით ინდის ბინძური შენაკადები წმინდა განგის ნაპირებამდე, აღმოსავლეთით კი ბრაჰმაპუტრას მრავალკილომეტრიანი დინებები. რუები, არხები, ჭაობები, კაშხლები და დინებები მსოფლიოში ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ დემოკრატიულ სახელმწიფოს სარწყავი სისტემებით ასაზრდოებს, თუმცა ამ წყალუხვ ქვეყანაში წყლის საშინელი კრიზისია.

გასულ წელს სახელმწიფო კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ინდოეთის მოსახლეობის ნახევარი (დაახლოებით 600 მილიონი ადამიანი) წყლის ნაკლებობას განიცდის. ყოველწლიურად 200 000 ინდოელი იღუპება წყლის დაბინძურების შედეგად. ორ წელიწადში წყლის მარაგს 20 უდიდესი ქალაქი ამოწურავს, მათ შორისაა: დელი, ბანგალორი და ჰაიდერაბადი.

National Geographic-ის მკვლევარი პოლ სალოპეკი ეკოლოგიური კატასტროფის მოწმე მაშინ გახდა, როდესაც ასობით კილომეტრი გაიარა და მადჰია-პრადეშში 12 წლის მწყემსს, სახელად შაილენდრას (მთავარ ფოტოზე) შეხვდა, რომელიც ცხვრებს წყალს მდინარე ჩამბალიდან ასმევდა, სახელმწიფომ კი ეს მდინარე წყლის გადანაწილების რადიკალურ გეგმაში შეიყვანა.

აყვავებულ პენჯაბში მწვანე რევოლუციამ სარწყავი ტუმბოებითა და პესტიციდებით მიწისქვეშა წყლის ძვირფასი მარაგი გამოლია და უშვილობისა და კიბოს ცხელი წერტილები გააჩინა. რაჯასტანისა და მადჰია-პრადეშის შტატებში ადგილობრივი მოსახლეობა კბილების ფერის შეცვლასა და ძვლების დეფორმაციას უჩივის, რაც მზარდი მოსახლეობისთვის ახლად გათხრილ ჭებში მინერალ ფთორიდის არსებობის შედეგია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]