weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

Warrior: სერიალი ბრიუს ლის ორიგინალი იდეის მიხედვით

12:07 ორშაბათი, 11 მარტი 2019

ტელეარხი Cinemax აღმოსავლური ორთაბრძოლების ლეგენდარული ოსტატისა და მსახიობის, ბრიუს ლის ორიგინალური იდეის, კონცეფციისა და მოთხრობების მიხედვით სერიალს გამოუშვებს. პროექტი სათაურით „მეომარი“ (Warrior) 5 აპრილიდან გამოვა.

სერიალის სიუჟეტი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, სან-ფრანცისკოში ვითარდება, ე.წ. ტონგების ომისას, როდესაც ერთმანეთს ჩინური კვარტალის კრიმინალური დაჯგუფებები უპირისპირდებოდნენ.

სერიალის შოურანერები ჯონათან ტროპერი და „ფორსაჟის“ კინოსერიებით ცნობილი რეჟისორი და პროდიუსერი ჯასტინ ლინი არიან.

„მეომარის“ პირველი სეზონი 10 ეპიზოდისგანაა შემდგარი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]