weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ანტონიო ბანდერასი და პენელოპე კრუსი პედრო ალმოდოვარის ახალ ფილმში

12:56 ხუთშაბათი, 14 მარტი 2019

აღიარებულმა ესპანელმა სცენარისტმა და რეჟისორმა, პედრო ალმოდოვარმა ახალი დრამა გადაიღო, სათაურით „ტკივილი და დიდება“ (Dolor y gloria), რომელშიც მთავარ როლებს ესპანელი კინოვარსკვლავები - ანტონიო ბანდერასი და პენელოპე კრუსი ასრულებენ.

ფილმის პირველ ტრეილერს მუსიკალურ ფონად ახალგაზრდა ესპანელი მომღერლის, როზალიას სიმღერა ადევს. მუსიკოსი ფილმში ეპიზოდურ როლსაც ასრულებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ ლეონარდო სბარალია და სესილია როთი.

სიუჟეტის მიხედვით, მთავარი გმირი თეატრისა და კინოს რეჟისორია (ანტონიო ბანდერასი), რომელიც ბავშვობის მოგონებებსა და ურთიერთობების ტკივილებს იხსენებს და შემოქმედებისა და პირადი ცხოვრების სირთულეებთან უწევს გამკლავება. 

ახალი ფილმი ანტონიო ბანდერასისა და პედრო ალმოდოვარისთვის მეშვიდე ერთობლივი ნამუშევარია. რაც შეეხება პენელოპე კრუსს, ოსკაროსან მსახიობს რეჟისორთან ერთად აქამდე ხუთ ფილმზე უმუშავია.

რეჟისორის რიგით 21-ე ფილმის წარმოებით მადრიდში არსებული კინოკომპანია El Deseo დაკავდა, რომელიც პედრო ალმოდოვარმა ძმასთან ერთად 1987 წელს დააფუძნა.

ფილმის ესპანური პრემიერა 22 მარტს შედგება, მსოფლიო გაქირავებაში კი ზაფხულიდან ჩაეშვება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]