weather cur horoscope tv
სექტემბერი 30, 2020

Second Coming: კომიქსი იესოზე რომელიც ზაფხულში გამოიცემა

10:58 სამშაბათი, 19 მარტი 2019 hits 618

„მეორედ მოსვლა“ (Second Coming) - ასე ეწოდება ახალ კომიქსს იესო ქრისტეს შესახებ, რომლის გამოსვლაც ცნობილმა კომპანია DC-იმ მორწმუნეთა კრიტიკის გამო გააუქმა, თუმცა კომიქსი ზაფხულში მაინც გამოიცემა AHOY Comics-ის მიერ.

მწერალ მარკ რასელისა და მხატვარ რიჩარდ პეისის მიერ შექმნილი სატირული კომიქსი თემატიკის გამო ულტრა-მემარჯვენე ადამიანთა ჯგუფმა გააკრიტიკა და შედგენილი პეტიციით კომიქსების კომპანია DC-ის მოუწოდა, არ დაებეჭდა იგი, რაც კომპანიამ გაითვალისწინა კიდეც. მიუხედავად ამისა, მარკ რასელი DC-ში მუშაობას სხვა კომიქსებზე აგრძელებს.

ავტორის განმარტებით, მას სურდა ახალი კომიქსით საზოგადოებისთვის ეჩვენებინა რელიგიის მნიშვნელობა და აქამდე არსებულ სუპერგმირებზე შექმნილი კომიქსების ხელახალი შესწავლა.

„მეორედ მოსვლის“ სიუჟეტის გმირი დედამიწაზე დაბრუნებული იესო ქრისტეა, რომლის წმინდა საქმიანობა სხვა სუპერგმირს აქვს შეთავსებული.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]