weather cur horoscope tv
ივნისი 21, 2024

ჩჰან-უკ პაკი ულტრა-ძალადობრივ ვესტერნს გადაიღებს

17:17 სამშაბათი, 19 მარტი 2019

აღიარებული სამხრეთ კორეელი რეჟისორი პაკ ჩჰან-უკი ვესტერნის ჟანრში მოსინჯავს ძალებს და ულტრა-ძალადობრივ ფილმს გადაიღებს, რომლის სათაურიცაა - The Brigands of Rattlecreek. ფილმის სცენარის ავტორი 2015 წლის ჰორორ-ვესტერნის ჰიტით, „ძვლის ტომაჰავკით“ ცნობილი სტივენ კრეიგ ზალერი გახლავთ.

კრეიგ ზალერმა სცენარი ჯერ კიდევ 2006 წელს დაწერა, თუმცა პროექტი აქამდე ჰოლივუდის ე.წ. შავ სიაში იყო ზედმეტად ძალადობრივი სცენების გამო. ფილმის წარმოებით კომპანია Amazon-ის სტუდია დაკავდება.

ბრუტალური ვესტერნის სიუჟეტი ექიმსა და შერიფზე მოგვითხრობს, რომლებიც გადაწყვეტენ შური იძიონ პატარა დასახლების მატერორებელ ბანდიტების ჯგუფზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლი შესაძლოა ოსკაროსანმა მეთიუ მაკკონაჰიმ შეასრულოს.

„შურისძიების“ კინოტრილოგიის ავტორ ჩჰან-უკ პაკისთვის აღნიშნული ვესტერნი მესამე ინგლისურენოვანი პროექტი იქნება თრილერ „სტოკერისა“ და ჯონ ლე კარეს ნაწარმოების მიხედვით შექმნილი მინი-სერიალ „პატარა დრამერის“ შემდეგ.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]