weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

BBC-ის ტელეადაპტაციაში მეფე ლირს ენტონი ჰოპკინსი შეასრულებს

16:24 ორშაბათი, 03 ივლისი 2017

ტელეარხი BBC Two უილიამ შექსპირის ტრაგედია „მეფე ლირს“ გადაიღებს, სადაც მთავარ როლს უელსელი ოსკაროსანი კინოლეგენდა სერ ენტონი ჰოპკინსი შეასრულებს. სატელევიზიო ფილმს თეატრისა და კინოს ინგლისელი რეჟისორი რიჩარდ ეირი (Iris, Stage Beauty, Notes on a Scandal, The Hollow Crown) დადგამს.

ენტონი ჰოპკინსის გარდა ფილმში მონაწილეობას მიიღებენ: ემა თომპსონი, რომელთან ერთადაც ჰოპკინსს უმუშავია რეჟისორ ჯეიმს აივორის ფილმებზე - Howard’s End (1992) და The Remains of the Day (1993), „ბი-ბი-სის“ სერიალ „შერლოკის“ ვარსკვლავი ენდრიუ სკოტი და ოსკაროსანი ბრიტანელი მსახიობი ჯიმ ბროუდბენტი.

ბრიტანული სამსახიობო გუნდი შექსპირის ტრაგედიის ეკრანიზაციაში როლებს შემდეგნაირად შეასრულებს:

ენტონი ჰოპკინსი - მეფე ლირი

ემა თომპსონი - გონერილი

ემილი უოტსონი - რეგანი

ფლორენს პიუ - კორდელია

ჯიმ ბროუდბენტი - გლოსტერი

ჯიმ კარტერი - კენტი

ენდრიუ სკოტი - ედგარი

ქრისტოფერ ეკლსტონი - ოსვალდი

რაც შეეხება რეჟისორს, რიჩარდ ეირმა ერთხელ უკვე გადაიღო „მეფე ლირის“ სატელევიზიო დადგმა, სადაც ბრიტანეთის მითიური მეფე იან ჰოლმმა განასახიერა.

„ბი-ბი-სის“ სატელევიზიო ფილმის გადაღებები მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება. გადასაღები მოედნის ნაწილი ლონდონის ტაუერიც იქნება.

აღსანიშნავია, რომ დღემდე „მეფე ლირის“ უამრავი ტელეადაპტაცია არსებობს, თუმცა მხატვრულ ფილმებს შორის ცნობილი ეკრანიზაციები გახლავთ: 1971 წლის საბჭოური ვერსია, რომელშიც მთავარი გმირის როლი იური იარვეტმა ითამაშა და ლეგენდარულ აკირა კუროსავას 1983 წელს გამოსული ფილმი „რანი“ (შფოთი), სადაც მოქმედება ბრიტანეთის ნაცვლად ფეოდალურ იაპონიაში მიმდინარეობს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]