weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

The Grand Tour: პოპულარული შოუს ეპიზოდი საქართველოზე

11:35 შაბათი, 23 მარტი 2019

მთელ მსოფლიოში პოპულარული და მაღალრეიტინგული სატელევიზიო შოუს, The Grand Tour-ის მე-3 სეზონის მე-11 გადაცემა საქართველოსა და აზერბაიჯანს მიეძღვნა.

საყოველთაოდ ცნობილ ტელეწამყვანთა ტრიო - ჯერემი კლარკსონი, რიჩარდ ჰემონდი და ჯეიმს მეი მორიგ ტურში შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე იმყოფებოდნენ ავტომობილებით: Aston Martin DBS Superleggera, Bentley Continental GT და BMW 8 Series.

საქართველოში სტუმრობისას, წამყვანები ოკუპაციის თემას შეეხნენ, გორში გაისეირნეს, თბილისში ჩასვლისას კი ღვინო დააგემოვნეს და აღნიშნეს, რომ პლანეტაზე ღვინის აკვანი სწორედ საქართველოა.

„ამერიკამ მსოფლიოს ავიაცია მისცა, გერმანიამ - ავტომობილი, საქართველოს წვლილი კი გაცილებით დიდი და მნიშვნელოვანია, რადგან საქართველომ მსოფლიოს ღვინო მისცა“, - განმარტა სარკაზმით ცნობილმა წამყვანმა ჯერემი კლარკსონმა.

ე.წ. მშრალ ხიდზე ანტიკვარი სუვენირების შეძენისა და რუსთავის ავტოდრომზე რბოლის შემდეგ ტრიომ აზერბაიჯანში გადაინაცვლა.

გადაცემა The Grand Tour კომპანია „ამაზონის“ სერვის Amazon Prime-ზე 2016 წლიდან გადის. მისი წამყვანები - ჯერემი კლარკსონი, რიჩარდ ჰემონდი და ჯეიმს მეი კი მსოფლიომ BBC-ის პოპულარულ შოუ Top Gear-იდან გაიცნო.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]