weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2024

ხელოვნურმა ინტელექტმა ორი ახალი პლანეტა აღმოაჩინა

10:43 ხუთშაბათი, 28 მარტი 2019

ტეხასის უნივერსიტეტის ასტრონომებმა „გუგლთან“ თანამშრომლობით, ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მონაცემთა დასამუშავებლად, რის შედეგადაც ორი ახალი ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს.

მეთოდი საკმაოდ იმედისმომცემია და იძლევა მრავალი ახალი პლანეტის აღმოჩენის საშუალებას.

კვლევის ფარგლებში, ასტრონომებმა შექმნეს ალგორითმი, რომელიც ფილტრავს კეპლერის იმ სიგნალებს, რომლებიც პლანეტებზე ნადირობის ტრადიციულ მეთოდებს გამორჩა. მკვლევართა ჯგუფში ასევე იყო NASA-ს მეცნიერი ენდრიუ ვანდერბურგი და „გუგლის“ ინჟინერი ქრისტოფერ შალუ.

ახლადაღმოჩენილი ორი პლანეტა ძალიან ტიპურია კეპლერის K2 მისიის ფარგლებში ნაპოვნ პლანეტათათვის. ისინი მოძრაობენ დედავარსკვლავთან ძალიან ახლოს, აქვთ მოკლე ორბიტული პერიოდი და გამოირჩევიან მაღალი ტემპერატურით, დედამიწას კი ზომით ოდნავ აღემატებიან.

მათგან ერთს K2-293b უწოდეს. იგი გარს უვლის დედამიწიდან 1300 სინათლის წლის მანძილზე, მერწყულის თანავარსკვლავედში მდებარე ვარსკვლავს. მეორის სახელი კი K2-294-ია და გარს უვლის 1230 სინათლის წლის მანძილზე, ასევე მერწყულის თანავარსკვლავედში მდებარე ვარსკვლავს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]