weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

დენზელ ვაშინგტონი და ფრენსის მაკდორმანდი „მაკბეტის“ ახალ ვერსიაში ითამაშებენ

12:27 პარასკევი, 29 მარტი 2019

უილიამ შექსპირის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრაგედიის, „მაკბეტის“ ახალ ეკრანიზაციაში ოსკაროსანი ვარსკვლავები, დენზელ ვაშინგტონი და ფრენსის მაკდორმანდი ითამაშებენ. ადაპტაციას მაკდორმანდის მეუღლე, 4 ოსკარის მფლობელი სცენარისტი და რეჟისორი ჯოელ კოენი გადაიღებს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, იქნება თუ არა ჰოლივუდურ პროექტში ჩართული ჯოელ კოენის ძმა და განუყრელი კოლაბორატორი ეთან კოენი.

აღსანიშნავია, რომ ორი ოსკარის მფლობელ მაკდორმანდს ლედი მაკბეტის როლი თეატრის სცენაზე აქვს შესრულებული.

შექსპირის ხსენებული პიესა მრავალჯერ გადაიღეს ფილმად, უკანასკნელი კინოვერსია 2015 წელს გამოვიდა. მისი რეჟისორი ჯასტინ კურზელი იყო, მთავარი როლები კი მაიკლ ფასბენდერმა და მარიონ კოტიარმა შეასრულეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]