weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

აღმოჩენილია მეორე გალაქტიკა რომელშიც ბნელი მატერია საერთოდ არაა

15:45 ოთხშაბათი, 03 აპრილი 2019

ასტრონომებმა აღმოაჩინეს უკვე მეორე გალაქტიკა, რომელშიც ბნელი მატერია არ არის. გალაქტიკას NGC 1052-DF4 (შემოკლებით DF4) უწოდეს. აღმოჩენა ადასტურებს, რომ პირველად აღმოჩენილი გალაქტიკა ბნელი მატერიის გარეშე (NGC 1052-DF2 შემოკლებით DF2) მართლაც არსებობს და შეცდომას ადგილი არ ჰქონია, როგორც ეს ბევრს ეგონა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რატომ არ არის ამ ორ გალაქტიკში ბნელი მატერია, მაგრამ ალბათ ყველაფერს ნათელს მოფენს მეტი ასეთი გალაქტიკების აღმოჩენა.

DF2-ის აღმოჩენა მეცნიერთათვის უზარმაზარი სიურპრიზია და ძალზედ გამოსადეგია გალაქტიკათა ფორმაციისა და დინამიკის შესახებ ამჟამად არსებულ თეორიათა შესამოწმებლად, რადგან ბნელი მატერია გალაქტიკათა შესახებ არსებული გაგების სასიცოცხლო ნაწილია.

ამ უცნაური მატერიის დაფიქსირებას ჩვენი საუკეთესო ხელსაწყოებიც კი ამ დრომდე ვერ ახერხებენ, თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ ის მართლაც არსებობს - უხილავი მასა, რომელიც გალაქტიკებში იყრის თავს და ზრდის მის გრავიტაციულ ძალას. მაგალითად, ე.წ. ირმის ნახტომში, გალაქტიკის გარე ნაწილი იმაზე სწრაფად მოძრაობს, ვიდრე იმოძრავებდა რაღაც გარკვეული მატერიის ზემოქმედების გარეშე.

როგორც ირკვევა, ზოგიერთ გალაქტიკაში ბნელი მატერია ჩვეულებრივ მატერიაზე მეტია. გალაქტიკა DF2-ის აღმოჩენამდე მიიჩნეოდა, რომ ბნელი მატერია არა მხოლოდ უბრალო კომპონენტი, არამედ გალაქტიკათა წარმოქმნისთვის აუცილებელი ინგრედიენტია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]