weather cur horoscope tv
იანვარი 28, 2020

სამხრეთ კორეამ მსოფლიოში პირველი 5G სმარტფონი გამოუშვა

17:03 პარასკევი, 05 აპრილი 2019 hits 364

სამხრეთ კორეულმა კომპანიამ Samsung Electronics, ახალი სმარტფონი Galaxy S10 5G წარმოადგინა. იგი მსოფლიოში პირველი სმარტფონია, რომელსაც მეხუთე თაობის კომუნიკაციის ტექნოლოგია აქვს.

სამხრეთ კორეის სამ სუპერსწრაფ ქსელში მონაცემთა სიჩქარე იმდენად მაღალია, რომ ახალი სმარტფონით მთლიანი ფილმის ჩამოტვირთვა წამზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი.

კორეის ამ ნაბიჯიდან რამდენიმე საათის შემდეგ აშშ-ის საკომუნიკაციო გიგანტმა Verizon-მა მსგავსი ტექნოლოგიის კომერციული სერვისი ჩიკაგოსა და მინეაპოლისში გაუშვა.

მიმდინარე თვის ბოლოს 5G სმარტფონის გამოშვებას გეგმავს „სამსუნგის“ კონკურენტი LG-იც, რომლის სმარტფონს V50 ThinQ ერქმევა. 5G ტექნოლოგიებზე აქტიურად მუშაობს ჩინეთიც.

ცნობისთის, მე-5 თაობის ტექნოლოგია გადამწყვეტია ისეთი მოწყობილობების სამომავლო განვითარებისთვის, როგორებიცაა თვითმართვადი ავტომანქანები და ინტერნეტ-ნივთები.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]