weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ბი-ბი-სი" მერილინ მონროს შესახებ სერიალს გადაიღებს

13:54 შაბათი, 06 აპრილი 2019

„ბი-ბი-სი” ამერიკელი მსახიობისა და სექს-სიმბოლოს, მერილინ მონროს შესახებ სერიალს გადაიღებს. პროექტის სიუჟეტი ჰოლივუდის ვარსკვლავის კინოსტუდიებსა და პრეზიდენტ ჯონ კენედისთან ურთიერთობაზე იქნება.

სერიალის სამუშაო სახელწოდებაა „მერილინ მონროს ბოლო დღეები“. მასში მერილინ მონროს ცხოვრების უკანასკნელი თვეები იქნება ნაჩვენები.

სერიალს გადაიღებენ კიტ ბედმენის 2010 წელს გამოცემული ბიოგრაფიული წიგნის, „მერლინ მონროს უკანასკნელი წლების“ მიხედვით.

აქამდე მსახიობის შესახებ რამდენიმე სატელივიზო, დოკუმენტური და მხატვრული ფილმი არსებობს.

მერილინ მონრო, იგივე ნორმა ჯინ ბეიკერი, 1962 წლის 14 აგვისტოს, 36 წლის ასაკში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი საძილე აბების გადამეტებული დოზა გახდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]