weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

დასაქმებული უსახლკაროები სან დიეგოში - National Geographic

17:45 ორშაბათი, 08 აპრილი 2019

კალიფორნიის ქალაქ სან დიეგოში, ოკეანის სანაპიროსგან მოშორებით, სავაჭრო ცენტრებით სავსე უბნებია, სადაც ყველაზე იაფი მუშახელი შოულობს სარჩოს. მათ საკმარისი ფული არა აქვთ, რომ ბინა სამსახურთან ახლოს იქირაონ და ავტომანქანებში ცხოვრობენ.

აქ პალმების, სკოლის ავტობუსების, „საცობისა“ და ჭრელი ვიტრინების გარდა შუქნიშნის წინ გაჩერებულ თუ ბორდიურთან მდგარ მინი-ვენებში, სკამებს შორის გაჩრილი ტანსაცმლის, პირსახოცებისა და საბნების გროვები შეიძლება შენიშნოთ. კიდევ უფრო შორს თუ წახვალთ, გოლდენ-ჰილში ავტოსადგომს წააწყდებით. აქაურობა, საღამოს ექვსი საათის შემდეგ, საცხოვრებლად ქცეული მანქანებით ივსება. საღამოს ბინდში მათი ბინადრები ერთნაირად გადაღლილები და განადგურებულები ჩანან.

უსაფრთხო ავტოსადგომების პროექტის ფარგლებში სამხრეთ კალიფორნიაში 35 ავტოსადგომი ფუნქციონირებს, რომელთაც არაკომერციული და საქველმოქმედო ორგანიზაციები ინახავენ. ასეთი ავტოსადგომები მანქანებში მცხოვრები 1500-მდე ადამიანისთვის ერთადერთი თავშესაფარია.

ავტოსადგომის მრავალი ბინადარი სრული განაკვეთით მუშაობს, მაგრამ სახლის ფულს მაინც ვერ აგროვებს. სან დიეგოში ბინის საშუალო ღირებულება 633 000 დოლარია, ქირის კი – 2000 დოლარი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]