weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

რობერტ დაუნი უმცროსმა „მარველის“ კინოსამყაროდან წასვლაზე ისაუბრა

10:46 ხუთშაბათი, 06 ივლისი 2017

ოსკარის ორგზის ნომინანტმა ჰოლივუდის ვარსკვლავმა რობერტ დაუნი უმცროსმა კომპანია „მარველის“ კომიქსებზე შექმნილი კინოსამყაროდან წასვლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სურს თავისი გმირის კოსტიუმს იქამდე გამოეთხოვოს, სანამ ეს უხერხული გახდება.

„ეს უწყვეტ ციკლს ჰგავს. პირველი „შურისმაძიებლების“ შემდეგ შემეძლო მეთქვა: ამაზე უკეთესი ვეღარ გამოვა, გავჩერდეთ ყველა! მაგრამ ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ხალხი და შესაძლებლობები, როგორც მაგალითად - ძმები რუსოები (უკანასკნელი წარმატებული სერიების რეჟისორები), რომელთაც ვაღმერთებ. ყველა მეუბნება, რომ ტონი სტარკის როლი ჩემთვის იმ ხელთათმანივითაა, რომელიც კარგად მერგება, ყოველ ჯერზე კი ახლიდან მიწევს დაწყება უკვე არსებულ მყარ საძირკველზე. არ მსურს გავაფუჭო „მარველის“ უკანასკნელი ექვსი თუ შვიდი ფილმი მხოლოდ იმის გამო, რომ მინდოდეს ჩემი გმირის კიდევ ერთხელ შესრულება, უბრალოდ მინდა ჩემი კოსტიუმი იქამდე დავკიდო საკიდზე, სანამ ეს უხერხული იქნება.“ - აღნიშნა 52 წლის მსახიობმა ავსტრალიურ საინფორმაციო-გასართობ პორტალ News.com.au-სთან საუბარში.

„მარველის“ სერიული ფილმების ვეტერანმა რობერტ დაუნი უმცროსმა თავისი საკულტო პერსონაჟი ტონი სტარკი, იგივე „რკინის კაცი“ უკვე შეასრულა ხსენებული კინოსამყაროს 8 ფილმში და კონტრაქტის მიხედვით, კიდევ ორში - „შურისმაძიებლების“ დასკვნით სერიებშიც გამოჩნდება. მისი  კინოგმირი მრავალი კინოკრიტიკოსის, სპეციალისტისა და პრესტიჟული გამოცემის შეფასებით, ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო და პოპულარულ კინოპერსონაჟად ითვლება, თავად მსახიობს კი სუპერგმირის როლმა არნახული პოპულარობა მოუტანა და პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ვარსკვლავად აქცია.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]