weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ფლორიდაში კაზუარმა მამაკაცი მოკლა

10:56 ორშაბათი, 15 აპრილი 2019

პლანეტის ყველაზე საშიშ ფრინველად მიჩნეულმა კაზუარმა ფლორიდის შტატში 75 წლის მამაკაცი მოკლა. ალაჩუას ოლქის პოლიციამ ზოოლოგი მარვინ ახოსი სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით ნახა, რომელიც არამფრენმა ფრინველმა 10 სმ სიგრძის მქონე კლანჭებით მიაყენა.

მარვინ ახოსი, რომელიც სახეობების შერჩევის სპეციალისტი იყო და ეგზოტიკურ ფრინველებთან რამდენიმე ათეული წელი მუშაობდა, ინციდენტის დროს ავსტრალიასა და ახალ გვინეაში მობინადრე კაზუარებს ეზოში აჭმევდა, ერთ-ერთი მათგანის თავდასხმის შემდეგ კი იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ქალაქ გეინსვილის შერიფის მოადგილის, ჯეფ ტეილორის თქმით, მომხდარი უბედური შემთხვევა იყო.

ემუს მსგავსად, კაზუარი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ამავე დროს საშიში ფრინველეია. იგი როგორც წესი მშვიდია, თუმცა საფრთხის დროს თავდასხმა შეუძლია, მისი კლანჭები კი საკმაოდ წამახვილებულია. კაზუარს „ავსტრალიურ ველოცირაპტორსაც“ უწოდებენ, რადგან რქოვანი წანაზარდის გამო დინოზავრის მსგავსი თავის ფორმა აქვს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]