weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

იაპონია მთვარეზე ადამიანს გაგზავნის

11:46 ხუთშაბათი, 06 ივლისი 2017

იაპონიის კოსმოსურმა სააგენტომ (JAXA) ქვეყნის განათლების სამინისტროს სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე წარმოადგინა ამბიციური გეგმა, რომლის მიხედვითაც, „ამომავალი მზის ქვეყნის“ კოსმოსურმა სააგენტომ 2030-იანი წლებისთვის მთვარეზე ასტრონავტი უნდა დასვას.

იდეის მიზანი პირველ რიგში 2025 წლისთვის მთვარეზე ბაზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში NASA-სთან თანამშრომლობაა. აღნიშნული ბაზა NASA-ს გრძელვადიან პერსპექტივაში მარსზე მისაღწევად ესაჭიროება. იაპონია იმედოვნებს, რომ მრავალეროვან მისიაში საკუთარ წვლილს შეიტანს, იაპონური ტექნოლოგიები კი მისიას წარმატებაში დაეხმარება და საკუთარ ადგილს დაიმკვიდრებს სადგურზე, საიდანაც ის შემდეგ ასტრონავტს მთვარეზე გაგზავნის.

აღსანიშნავია, რომ იაპონიის პარალელურად, მთვარესთან მიმართებაში საკუთარ გეგმას ჩინეთიც ამუშავებს, რომელიც აპირებს გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც მთვარის ე.წ. დამალულ მხარეს ზონდს დასვამს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]