weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„კოკა-კოლამ“ „ვარსკვლავური ომების“ საპატივსაცემო პროდუქცია გამოუშვა

10:44 სამშაბათი, 16 აპრილი 2019

გამაგრილებელი სასმელების გიგანტი კომპანია „ვარსკვლავური ომებისთვის“ მზადება დაიწყო და დროიდების ფორმის ბოთლები შექმნა, რომლებიც მხოლოდ „ვარსკვლავური ომების“ თემატურ პარკებში გაიყიდება.

„კოკა-კოლა“ 1955 წლიდან თანამშრომლობს „დისნეილენდთან“. ამჯერად, ახალი კოლაბორაციის შესახებ „დისნეი“ და „კოკა-კოლა“ კოსმოსური კინოეპოპეისადმი მიძღვნილ ფესტივალზე გამოაცხადებენ, რომელსაც რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი დაესწრება.

აქვე გეტყვით, რომ „ვარსკვლავური ომების“ მორიგი ახალი სერია ანუ მე-9 ეპიზოდი, ქვესათაურით „სკაივოკერის აღზევება“, მიმდინარე წლის 20 დეკემბერს გამოვა. მისი რეჟისორი ჯ. ჯ. აბრამსი გახლავთ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]