weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

წვეროსან მამაკაცებს უფრო მეტი ბაქტერია აქვთ ვიდრე ძაღლებს

13:31 ოთხშაბათი, 17 აპრილი 2019

როგორც ჩანს, მამაკაცებს, რომლებიც ხშირ წვერს ატარებენ, ტყუილად არ სდებენ ბრალს არაჰიგიენურ ცხოვრების წესში და პოგონოფობიასაც (წვეროსნების შიში) აქვს თავისებური გამართლება.

შვეიცარიის ქალაქ ციურიხის მახლობლად არსებულ ჰირსლანდენის კლინიკის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გრძელ წვერში უფრო მეტი პათოგენი მიკროორგანიზმია (ბაქტერია, მიკრობი, პრიონი, ვირუსი, ვიროიდი, სოკო), ვიდრე - ძაღლის ბალანში.

მეცნიერებმა ამის დასადგენად 20 წვეროსანი მამაკაცი და 30 ძაღლი შეადარეს. ანდრეას გუცაიტის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კვლევის შედეგმა ცხადყო, რომ ადამიანის წვერში არსებული პათოგენები უფრო მაღალინფექციური და საშიშია, ვიდრე - ძაღლის ბეწვის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]