weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

20 უცნაური, საინტერესო და უცნობი ფაქტი კატებზე

13:30 ხუთშაბათი, 06 ივლისი 2017

კაცობრიობა კატებს ან აღმერთებდა, ან ძულდა. გრაციოზულ ცხოველებს ხშირად უწოდებენ ამოუხსნელ და არაამქვეყნიურ არსებებს. კატები ხშირად გამხდარან უცნაური ისტორიების ავტორები ან საოცარი ამბების მონაწილენი. გთავაზობთ ცხოველების შესახებ 20 საინტერესო ფაქტს, რომლებიც შესაძლოა აქამდე არ იცოდით.

  • პლანეტის ყველაზე უხუცესმა კატებმა 38 და 34 წლამდე იცოცხლეს. ორივეს ერთი და იგივე პატრონი ჰყავდა, რომელიც კატებს სპეციალური დიეტით კვებავდა.
  • ერთხელ, როდესაც მერი ტოდ ლინკოლნს მეუღლე აბრაჰამ ლინკოლნზე კითხეს, ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს ჰობი, ამერიკის პირველმა ლედიმ მყისვე უპასუხა: „კატები“.
  • 1879 წელს ბელგიაში კატების საფოსტე ცხოველებად გამოყენება დაიწყეს, რამაც ცხადია შედეგი არ გამოიღო.
  • ისტორიაში პირველი საავიაციო რადიოგადაცემის ტექსტი ასეთი იყო: „როი, მოდი და მოაშორე აქედან ეს წყეული კატა!“
  • „ნათლიაში“ ვიტო კორლეონეს კატა რეჟისორ ფრენსის ფორდ კოპოლას მიერ კინოსტუდიაში ნაპოვნი უპატრონო კატა იყო. ფილმის გადაღებებზე კატა იმხელა ხმაზე კრუტუნებდა, რომ ხშირად მარლონ ბრანდოს საუბარს ფარავდა.
  • ერმიტაჟის მუზეუმში 70-მდე კატა ცხოვრობს, რომლებიც სპეციალურად ჰყავთ შედევრების დაზიანების მსურველ თაგვებზე სანადიროდ. უპატრონო კატების თავშეყრის ადგილი კი „დისნეილენდია“. ისინი როგორც წესი მუსრს ავლებენ ატრაქციონის ტერიტორიაზე არსებულ თაგვებს.
  • უამრავი ცხოველთა თავშესაფარი ერიდება შავი კატების გაჩუქებას შემოდგომის პერიოდში, რადგან თვლიან, რომ კატებს „ჰელოუინზე“ აწამებენ ან რიტუალურად მოკლავენ.
  • მეზღვაურებს შავი კატები იღბლის მომტანად მიაჩნდათ და გემებზე აცხოვრებდნენ. შავი კატა წარმატებისა და იღბლის მომტანებად ითვლებიან დიდ ბრიტანეთსა და იაპონიაში.
  • კანადურ სამეფო საოკეანო ლაინერ „ირლანდიის იმპერატორზე“ მცხოვრები კატა ემი ხომალდს ყველა მოგზაურობაში დაყვებოდა, თუმცა 1914 წლის 28 მაისს კატა გემიდან გაიქცა და მისი დაჭერა მეზღვაურებმა ვერ მოახერხეს. „ირლანდიის იმპერატორი“ 29 მაისს დილით ჩაიძირა და მისი 1477 მგზავრიდან 1012 დაიღუპა.
  • ფრედი მერკურიმ 1985 წლის სოლო ალბომი კატას მიუძღვნა: „ვუძღვნი ჩემ კატა ჯერის, ასევე ტომს, ოსკარსა და ტიფანის და ყველა კატის მოყვარულს მთელს სამყაროში.“
  • გინესის რეკორდებმა ყველაზე მსუქანი კატის შემდეგ შეწყვიტა მსუქანი ცხოველების დაჯილდოება ცხოველთა გადამეტებული კვების ფაქტის გამო.
  • დიდი ბრიტანეთის მთავრობაში არსებობს სპეციალური პოსტი რჩეული კატისთვის, რომელსაც ეწოდება „მინისტრთა კაბინეტის ოფისის მთავარი თაგვისმჭერი“
  • იაპონიის კუთვნილი კუნძული აოშიმა კატებითაა დასახლებული. მათი რიცხვი იქ ადამიანებს ექვსჯერ სჭარბობს.
  • კატის ყოლა ინსულტისა და გულის შეტევის რისკს სამჯერ ამცირებს.
  • კატა სიტკბოს ვერ გრძნობს.
  • კატები თავიანთი სიცოცხლის 70%-ს ძილში ატარებენ.
  • კატებს მოკლული არსებები იმიტომ მიაქვთ ადამიანებთან, რომ ჰგონიათ პატრონს არ შეუძლია საკუთარი თავის რჩენა და ნადავლს საჩუქრის სახით აძლევენ.
  • მეცნიერული კვლევა ამტკიცებს, რომ კატები საკუთარი პატრონის ხმას ცნობენ და არჩევენ, თუმცა როგორც წესი, აიგნორებენ.
  • როდესაც კატა ნელა ხუჭავს თვალს და ნელა ახელს, ანდა ცალ თვალს უკრავს ადამიანს, ნიშნავს, რომ იგი მას ენდობა და მეგობრად მიაჩნია.
  • უკანასკნელი 10 000 წლის განმავლობაში კატის არცერთი ჯიში არ გამქრალა.
პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]