weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ჯენიფერ ლოურენსი კინოს უბრუნდება

12:23 ხუთშაბათი, 18 აპრილი 2019

ჰოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავი ჯენიფერ ლოურენსი მცირე ხნის წინ კინოდან აღებული პაუზის შემდეგ ახალი ფილმისთვის ემზადება. ოსკაროსანი მსახიობი კინოსტუდია A24-ის პროექტზე თეატრის აღიარებულ ახალგაზრდა რეჟისორთან, ლილა ნოიგებაუერთან ერთად იმუშავებს და ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერიც იქნება.

ჯერ-ჯერობით უსათაურო ფილმის სცენარის ავტორი დებიუტანტი ელიზაბეტ სანდერსია, წარმოებით კი ასევე დაკავდებიან  ჰოლივუდის გავლენიანი ოსკაროსანი პროდიუსერი სკოტ რუდინი და ოსკარის ნომინანტი ელაი ბუში.

სიუჟეტის დეტალები ამ დრომდე უცნობია. ფილმის გადაღებები ზაფხულში, ნიუ ორლეანში დაიწყება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]