weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ალენ დელონს კანის კინოფესტივალზე საპატიო ჯილდოს გადასცემენ

13:54 ხუთშაბათი, 18 აპრილი 2019

ფრანგული კინოს ცოცხალ ლეგენდას, 83 წლის მსახიობ ალენ დელონს, ნაყოფიერი კინოკარიერისთვის კანის წლევანდელ კინოფესტივალზე საპატიო „პალმის რტოს“ გადასცემენ.

„კანის ფესტივალის პრეზიდენტი პიერ ლესკური და მე მოხარული ვართ, გაცნობოთ, რომ ალენ დელონი ფესტივალზე დაჯილდოვდება“, - განაცხადა ფესტივალის მხატვრულმა რეჟისორმა ტიერი ფრემომ.

ალენ დელონის კარიერა 80-ზე მეტ ფილმს ითვლის, მას ისეთ ლეგენდარულ რეჟისორებთან უმუშავია, როგორებიც არიან: ლუკინო ვისკონტი, მიკელანჯელი ანტონიონი, ჟან-ლიუკ გოდარი, ჟან-პიერ მელვილი, ლუი მალი და სხვა.

კანის რიგით 72-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის ჟიურის პრეზიდენტი ორი ოსკარის მფლობელი მექსიკელი რეჟისორი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ გახლავთ, 14-25 მაისს გაიმართება. პლანეტის უპრესტიჟულეს კინოფორუმს ჯიმ ჯარმუშის ჰორორ-კომედია გახსნის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]