weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2024

42 000 წლის წინანდელ პრეისტორიულ ცხენს თხევადი სისხლი აღმოაჩნდა

11:26 ორშაბათი, 22 აპრილი 2019

რუსმა მკვლევარებმა თხევადი სისხლი და შარდი აღმოაჩინეს 42 000 წლის წინანდელ გაყინული ულაყის სხეულში, რომელიც ციმბირში, ვერხოიანსკის ოლქშია ნაპოვნი.

პრეისტორიული ცხენი გასული წლის ზაფხულში, ბატაგაიკას კრატერში, მამონტების ნარჩენების ძებნისას აღმოაჩინეს. მამრი სახეობა სიკვდილის მომენტში ორი კვირის ასაკის იყო. სავარაუდოდ იგი მეწყერმა ანდა ტალახის ტბორმა იმსხვერპლა, შემდეგ კი მრავალწლოვანმა მზრალობამ დაუზიანებლად შემოინახა.

ცხოველს სითხეები სხეულში გაკვეთის დროს აღმოაჩნდა. იაკუტსკში მდებარე მამონტების მუზეუმის დირექტორის, სემიონ გრიგორიევის თქმით, კვლევამ ნათლად დაგვანახა პლეისტოცენის პერიოდის ცხოველის ისეთი მახასიათებლები, როგორიცაა მისი ბეწვის ფერი. იგი ასევე იმედოვნებს, რომ ტესტირება შესაძლოა, მომავალში პრეისტორიული სახეობების კლონირებას დაეხმაროს.

რაც შეეხება სისხლისა და სხეულის სხვა სითხეების ჯერ კიდევ თხევად მდგომარეობაში პოვნას, აღსანიშნავია, რომ გრიგორიევის ჯგუფმა სისხლი 2013 წელს ნაპოვნ ზრდასრულ მამონტის გვამშიც აღმოაჩინა.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]