weather cur horoscope tv
დეკემბერი 05, 2020

რამდენს იხდიან ბრენდები ბონდიანას ახალ ფილმში

13:24 სამშაბათი, 23 აპრილი 2019 hits 550

ცნობილი ფაქტია, რომ ჯეიმს ბონდის შესახებ არსებულ ფილმებში ბრენდის რეკლამირება (ე.წ. Product placement) საკმაოდ ძვირი ღირს, ამიტომ კომპანიები დიდ ფულს იხდიან, რათა ბონდიანას ფილმებში სულ რამდენიმე წამით მაინც გამოჩნდეს მათი პროდუქცია.

გამონაკლისი არც აგენტ 007-ზე შექმნილი რიგით 25-ე ფილმია, რომელიც ახლო მომავალში გამოვა. უკვე ცნობილია, რომ შამპანურის, საათებისა და ავტომობილის ფირმებმა საერთო ჯამში 75 მილიონი გადაიხადეს.

მაგალითად შამპანურის კომპანიამ Bollinger, 10 მილიონი გადაიხადა, ამდენივე გაიღო ლუდის კომპანია Heineken-მა. სხვა ბრენდების სახელებიდან ცნობილია ასევე Omega და Aston Martin.

კომპანიების მხირდან დიდი თანხების გადახდის მიზეზი საკმაოდ ბანალური და მარტივია, რეკლამა ხომ ბონდიანას ფილმებში სამუდამოდ რჩება და პოპულარულ ბრენდებს კიდევ უფრო დასამახსოვრებელს ხდის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]