weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ბენ აფლექი მეორე მსოფლიო ომზე ფილმს გადაიღებს

16:02 ოთხშაბათი, 24 აპრილი 2019

ორი ოსკარის მფლობელი მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი ბენ აფლექი მეორე მსოფლიოს ომის თემატიკაზე ფილმს გადაიღებს, რომელშიც მთავარ როლს თავად შეასრულებს. ფილმი სათაურით Ghost Army (მოჩვენება ჯარი), რიკ ბაიერისა და ელიზაბეტ სეილზის ამავე სახელწოდების მქონე 2015 წლის წიგნის მიხედვით შეიქმნება.

პროექტი ჯერ ადრეულ სტადიაზეა და შესაძლოა, ბენ აფლექს, რომელიც ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერიცაა, სცენარის გადაკეთებაც მოუწიოს. აქამდე ადაპტირებული სცენარი ჰენრი გეიდენისა და სერიალ True Detective-ის ავტორ ნიკ პიცოლატოს მიერ იყო დაწერილი.

სიუჟეტი განსაკუთრებული მისიით შერჩეულ სამხედროებზეა, რომელთა საიდუმლო ჯგუფიც ნაცისტების წინააღმდეგ იბრძვის. 1100 გამორჩეული, კრეატიული და განსაკუთრებული ნიჭისა თუ ხედვის მქონე ადამიანისგან შემდგარი შენაერთი რეალურად არსებობდა და მას გერმანელთა საომარი ტაქტიკის ხელის შეშლა ევალებოდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]