weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2019

ტარანტინოს „საძულველი რვა“ ვრცელი სერიებით „ნეტფლიქსზე“ გამოვა

10:48 პარასკევი, 26 აპრილი 2019 hits 346

კვენტინ ტარანტინოს რიგით მე-8 ფილმი, ოსკაროსანი ვესტერნი „საძულველი რვა“ (The Hateful Eight), მინი-სერიალის სახით გავა „ნეტფლიქსზე“, სადაც ის სცენები იქნება დამატებული, რაც ფილმში ვერ მოხვდა.

ოთხი ეპიზოდისგან შემდგარ მინი-სერიალში, ჯამში 50 წუთის აქამდე არნახული მასალა იქნება დამატებული. ფილმის თეატრალური, ორიგინალი ვერსია ასევე გადის „ნეტფლიქსის“ ეთერში.

„საძულველი რვის“ ვრცელი ვერსია „ნეტფლიქსზე“ ამ ეპიზოდებით გავა:

  1. „უკანასკნელი დილიჟანსი რედ როკამდე“ (50 წუთი)
  2. „მინის გალანტერეა“ (51 წუთი)
  3. „დომერგიუს აქვს საიდუმლო“ (53 წუთი)
  4. „უკანასკნელი თავი“ (56 წუთი)

შეგახსენებთ, რომ „საძულველი რვა“ 2015 წლის დეკემბერში გამოვიდა და მსოფლიოს კინოთეატრებში $50 მილიონიანი ბიუჯეტის სამმაგად ამოღება შეძლო. ძველ სტილში, 70მიან ფირზე გადაღებულმა ვესტერნი ჟანრის თრილერმა მაყურებლებისა და კინოკრიტიკოსებისგან მაღალი შეფასებები დაიმსახურა, იმავე წლის კინოჯილდეოებზე კი რამდენიმე ნომინაცია და ჯილდო მიიღო, მათ შორის - ოქროს გლობუსი და ოსკარი, რომლებიც საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის ლეგენდარულმა იტალიელმა კომპოზიტორმა, ენიო მორიკონემ მოიპოვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]