weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

ანჯელინა ჯოლი და ნიკოლას ჰოლტი თრილერში ითამაშებენ

16:23 სამშაბათი, 30 აპრილი 2019

ოსკარის ნომინანტი სცენარისტისა და რეჟისორის, აღიარებული კრიმინალური დრამების ავტორ ტეილორ შერიდანის ახალ ფილმში მთავარ როლს ჰოლივუდის ვარსკვლავი ანჯელინა ჯოლი შეასრულებს. თრილერში სათაურად „ისინი, ვისაც ჩემი მოკვლა უნდა“ (Those Who Wish Me Dead), ასევე ითამაშებენ ნიკოლას ჰოლტი, ჯონ ბერნთალი, ეიდან გილენი და ტაილერ პერი.

ფილმი იგივე სახელწოდების მქონე 2014 წელს გამოცემული ბესტსელერი რომანის მიხედვით შეიქმნება. ტეილორ შერიდანი მისი ადაპტირებული სცენარის ავტორიცაა. გადაღებები მაისში დაიწყება.

სიუჟეტის ცენტრში სასტიკი მკვლელობის მოწმე 14 წლის მოზარდია, რომელიც მკვლელებს ემალება. ანჯელინა ჯოლი მეხანძრის როლს ასრულებს, რომელიც მოზარდს ეხმარება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]