weather cur horoscope tv
დეკემბერი 04, 2021

ანტარქტიდაზე საიმპერატორო პინგვინთა ერთ-ერთი უდიდესი კოლონია გაქრა

11:42 ოთხშაბათი, 01 მაისი 2019 hits 1054

ანტარქტიდის ბინადარი სახეობა საიმპერატორო პინგვინები განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან კლიმატის ცვლილების მიმართ. გამთბარი წყალი ადნობს ზღვის ყინულს, სადაც ისინი ბინადრობენ და მრავლდებიან.

როგორც ირკვევა, პინგვინებმა უკვე მიატოვეს თავიანთ ერთ-ერთი უდიდესი კოლონია, რადგან გამრავლების პროცესში მყოფმა წყვილებმა ბოლო სამი წლის განმავლობაში ვერც ერთი წიწილა ვერ გამოჩეკეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტს პირდაპირ ვერ უკავშირებენ კლიმატის ცვლილებას, მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ეს ნამდვილად ავბედითი ნიშანია იმ მოვლენებისა, რაც შეიძლება პინგვინთა ამ უდიდესი სახეობის ირგვლივ განვითარდეს.

პარტნიორთა საძებნელად, წიწილების გამოჩეკვისა და გაზრდისათვის საიმპერატორო პინგვინებს მთელი წლის განმავლობაში სჭირდებათ ზღვის ყინული. ეს საჭიროება კრიტიკული პრობლემა გახდა პინგვინთა მეორე უდიდესი კოლონიისათვის, რომელიც უედელის ზღვაში, ჰალეის უბეში ბინადრობს. 2015 წელს დაწყებულმა მძლავრმა შტორმებმა, რომელიც ანომალიურმა კლიმატურმა მოვლენა „ელ-ნინიომ“ გამოიწვია, იქ არსებული წყლის ყინული გაანადგურა. „ელ-ნინიო“ წყნარი ოკეანის პერიოდული გათბობაა, რომელიც გლობალური ამინდის მახასიათებლებს ცვლის.

იმის გასარკვევად, რა დაემართა პინგვინთა კოლონიას, დისტანციური ზონდირების ექსპერტმა ბრიტანეთის ანტარქტიკული კვლევის პროექტიდან, პიტერ ფრეტველმა შეისწავლა მაღალი რეზოლუციის თანამგზავრული ფოტოგრაფია. მასალაში კარგად ჩანს ინდივიდუალური პინგვინები და მათი ჯგუფები 2009-2018 წლებში. ფრეტველის ვარაუდით, ამ პერიოდში კოლონიაში 14000-25000 პინგვინს უნდა ეცხოვრა, თუმცა აღმოჩნდა, რომ 2016 წლიდან პოპულაცია მთლიანად გაქრა და ნულზე ჩამოვიდა - რეპროდუქციულ პერიოდში არც ერთი წიწილა არ გამოჩეკილა.

როგორც ჩანს, ხსენებული კოლონიის ბევრი პინგვინი 55 კილომეტრის მოშორებით მდებარე მომიჯნავე კოლონიაში გადავიდა, რომელიც ამ პროცესის შედეგად ზომაში 10-ჯერ გაიზარდა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]