weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

NASA-მ მარსზე არსებული მეწყერის ფოტო გამოაქვეყნა

11:49 შაბათი, 04 მაისი 2019

როგორც ცნობილია, დედამიწის მსგავსად გრავიტაცია ციცაბო ფერდობებზე ქანებს დაბლა მარსზეც ექაჩება, შედეგი კი საკმაოდ შთამბეჭდავია, რასაც NASA-ს მიერ გავრცელებული ახალი თვალწარმტაცი ფოტოები მოწმობს.

სურათებზე ასახულია ზონა, რომელსაც „ცერბერის ჩაღრმავებას“ უწოდებენ. მეცნიერთა აზრით, იგი მარსის ყველაზე ახალგაზრდა ნაპრალების სისტემაა. გეოლოგებმა იქ მეწყერის ორი სხვადასხვა ტიპი შენიშნეს - პირველში მოზრდილი ქვებია, რომლებიც ფოტოზე ცისფრად ჩანს მუქი ლურჯის ფონზე. ლურჯ ქანებს გარდიგარდმო კვეთს მუქი, ვიწრო ხაზები, რომლებიც მკვლევართა აზრით, შედარებით პატარა ქვების ქვედა მიმართულებით მოძრაობაზე მიუთითებს.

ორივე შემთხვევაში, საქმე გვაქვს პროცესთან, რომელსაც ოფიციალურად მასების გახარჯვას უწოდებენ. ეს ფენომენი მეცნიერებს საგონებელში აგდებს და იმედოვნებენ, რომ თანდათან გაიგებენ, თუ რა როლი ითამაშა მან წითელი პლანეტის ზედაპირის სხვადასხვა რეგიონში მარსის სეზონურ ციკლებში.

ფოტოები 2019 წლის 24 იანვარს, მარსის ორბიტაზე მოძრავმა ხომალდმა (Mars Reconnaissance Orbiter) გადაიღო. თანამგზავრი წითელი პლანეტის გარშემო 2006 წლიდან მოძრაობს და მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ მისი კამერა მარსის გადაღებას უახლოეს წლებშიც გააგრძელებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]