weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ოკეანეებში 200 000-მდე ახალი ვირუსი აღმოაჩინეს

14:27 შაბათი, 04 მაისი 2019

ოკეანეები თავიანთ სიღრმეებში ყველა სახის საიდუმლოსა და უცნაურობას ჯერ კიდევ მალავენ. ასეთია 195 728 ვირუსიც, რომლებიც მეცნიერებმა პოლუსიდან-პოლუსამდე არსებული ექსპედიციისას იპოვეს.

მკვლევართა თქმით, ახალ ვირუსთა აბსოლუტური უმრავლესობა აქამდე არასოდეს უნახავთ, რადგან აქამდე ოკეანის ამ ვირუსთაგან ჩვენთვის ცნობილი მხოლოდ 15 000-ის შესახებ იყო. შესაბამისად, მათ კვლევას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ჩვენი პლანეტის უკეთ შესასწავლად.

ახალ ვირუსთა კვლევა ეფუძნება 2009-2013 წლებში აღებულ ნიმუშებს, რომლებიც გემის, სახელად „ტარას“ ეკიპაჟმა შეაგროვა. ამ გემმა ექსპედიციაში ათ წელიწადზე მეტი გაატარა, რათა უკეთ შეესწავლა ოკეანე და ის გასაღებები, რომლებსაც ის სიცოცხლის ევოლუციის შესახებ გვაძლევს.

მიუხედავად აღმოჩენილ ვირუსთა უზარმაზარი ოდენობისა და მსოფლიო ოკეანეთა რეგიონების ფართო კომპლექსურობისა, მკვლევარებმა მაინც მოახერხეს და ეს ვირუსები ხუთ სხვადასხვა ეკოლოგიურ ზონად დაყვეს. მათ შორის არის არქტიკისა და ანტარქტიკის ყველა სიღრმე და სამი სხვადასხვა სიღრმე ზომიერ და ტროპიკულ რეგიონებში. აღმოჩნდა, რომ ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე, სადაც მკვლევრები სულ არ ელოდნენ დიდი ბიომრავალფეროვნებას, სიცოცხლე საოცრად ყვავის.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]