weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

Coldplay ახალი სიმღერით მიგრანტებს დაეხმარება

11:54 შაბათი, 08 ივლისი 2017

პოპულარულმა ბრიტანულმა როკ-ჯგუფმა Coldplay, ახალი სიმღერა გამოუშვა სათაურით - “Aliens”. ცნობილია, რომ ახალი სინგლის გაყიდვებიდან შემოსულ თანხას ჯგუფი მიგრანტებსა და ხმელთაშუა ზღვაში მათ გადარჩენას მოახმარს.

მელოდიური და მედიტაციური ტრეკი გადმოსაწერად ხელმისაწვდომი 14 ივლისიდან გახდება, დისკებსა და ვინილზე კი ის 4 აგვისტოდან გამოჩნდება. სიმღერის ვიდეოკლიპი ჯერ-ჯერობით არ შექმნილა, მას მხოლოდ ანიმაციურ ვიდეოზე დართული სიმღერის ტექსტი აქვს.

Coldplay ამჟამად მსოფლიო ტურნეს - A Head Full of Dreams, მართავს, რომელიც ოქტომბერში კალიფორნიაში დასრულდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]