weather cur horoscope tv
ივნისი 05, 2020

გერმანიაში აკრძალული წიგნებისგან სიმბოლური მონუმენტი დადგეს

17:37 შაბათი, 08 ივლისი 2017 hits 2728

74 წლის არგენტინელმა ხელოვანმა მარტა მინუხინმა გერმანიის ქალაქ კასელში ათენის ღირშესანიშნაობა პართენონის ტაძრის მსგავსი მონუმენტი სხვადასხვა დროს აკრძალული წიგნების გამოყენებით იმ ადგილას ააგო, სადაც 1933 წელს ნაცისტურმა რეჟიმმა წიგნები დაწვა.

ავტორის თქმით, ნამუშევარი, რომელიც ფესტივალ „დოკუმენტას“ მე-14 ფესტივალის ფარგლებში დაიდგა, სიმბოლურად გამოხატავს პოლიტიკური რეპრესიებისადმი წინააღმდეგობას.

მარტა მინუხინს კასელის უნივერსიტეტის სტუდენტები დაეხმარნენ და ასსამოცდაათზე მეტი წიგნი გამოიყენეს, რომლებიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა დროს აკრძალეს. მათ შორისაა: ჯორჯ ორუელის „1984“, დენ ბრაუნის „და ვინჩის კოდი“, ჯერომ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“ და სხვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]