weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ფრინველი რომელიც ევოლუციამ ორჯერ წარმოშვა

14:58 სამშაბათი, 21 მაისი 2019

ინდოეთის ოკეანეში მდებარე პატარა ატოლი ალდაბრაზე მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფრინველის ერთმა სახეობამ - თეთრყელა ლაინამ (Dryolimnas cuvieri) ფრენის უნარი ორი სხვადასხვა გარემოების გამო დაკარგა.

ათობით ათასი წლის წინ, ამ უშიშარი სახეობის წარმომადგენლები სამშობლო მადაგასკარიდან სეიშელის კუნძულებისაკენ რგოლის ფორმის ატოლზე გადავიდნენ. ახალი საცხოვრებელი მათთვის ნამდვილი სამოთხე აღმოჩნდა, ადვილად მოიპოვებდნენ საკვებსა და შეუფერხებლად მრავლდებოდნენ. შესაბამისად, მავრიკიებზე ერთ დროს გავრცელებულ ფრინველ დოდოს მსგავსად, ეს სახეობაც ფრენის უუნარო გახდა.

ერთადერთი, რასაც ეს ფრინველები ალბათ არ მოელოდნენ, დიდი ტალღები იყო. დაახლოებით 136 000 წლის წინ, ალდაბრას ატოლი გიგანტურმა ტალღებმა შთანთქა და ფრენის უუნარო ფრინველიც გაქრა.

დაახლოებით 36 000 წლის შემდეგ, როდესაც ატოლის ზედაპირი წყლიდან კვლავ მაღლა ამოვიდა, ყველაფერი თავიდან დაიწყო. იგივე ფრინველები მადაგასკარიდან ისევ ალდაბრასკენ გაიქცნენ და წარმოშვეს ფრენის უუნარო ფრინველთა კიდევ ერთი სახეობა -  Dryolimnas cuvieri aldabranus, რომელიც ამ კუნძულზე დღემდე არსებობს.

ეს გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც მეცნიერებმა ასეთი ფაქტი აღმოაჩინეს არა მხოლოდ ლაინაში, არამედ ზოგადად - ფრინველებში.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]